რა არის ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ?
2006 წლიდან საქართველოში ადვოკატის კვალიფიაციის მისაღებად სავალდებულო გახდა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება. ამავე წელს ცვლილება შევიდა კანონში, რის მიხედვითაც, ყველა ადვოკატი ვალდებული გახდა, ჩაებარებინა საკვალიფიკაციო გამოცდები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმიანობა შეეძლოთ.
ვის შეუძლის ჩააბაროს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა?
უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ნებისმიერ პირს.
როდის ტარდება და ვინ ატარებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდას?
გამოცდები ტარდება, როგორც წესი, წელიწადში ორჯერ - სამოქალაქო სამართლის, სისხლის სამართლის და საერთო სპეციალიზაციით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ.